საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №86
1998 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. გურაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდასა და სასკოლო რეფორმის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის №1 საშუალო სკოლის დირექტორი ნელი გურაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე