„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
372
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-23
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.003
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №372

2006 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) წესდებას 69-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ მოქალაქეზე.“;

ბ) წესდებას 140-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ მოქალაქეზე.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია