„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
329
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-24
სარეგისტრაციო კოდი
120.140.000.08.002.003
„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.140.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №329

2006 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ევროპის შეთანხმება „სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“.

11. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნუ­ლი შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამარ­თლებ­რივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმარ­თვე­ბის გადასაცემად, მისაღებად და შესაბამისი ქმედე­ბების განსახორციელებლად საქართველოს მხრიდან კომ­პეტენტურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №448 - სსმ III, №98, 25.07.2006 წ., მუხ. 1335

2. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მიერ სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვა, თანდართული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია მიღებული იქნება, თუ ისინი შედგენილია ინგლისურად ან ახლავს თარგმანი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს შეთანხმების დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

გ) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხრიდან კომპეტენტური ორგა­ნოს განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №448 - სსმ III, №98, 25.07.2006 წ., მუხ. 1335

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე შეთანხმების მოქმედება გავრცელდეს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველო ახორციელებს სრულ იურისდიქციას.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №448 - სსმ III, №98, 25.07.2006 წ., მუხ. 1335

კრებსითი — სრული ვერსია