„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
307
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №307

2006 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი):

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლაბორატორიის დაფინანსება მოხდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობის ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია