საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №646
1997 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა. იმედაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობის პრესაში ფართოდ, მაღალპროფესიულ დონეზე წარმოჩენისათვის და აქტიური ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ დამატების ქართულ-თურქულენოვანი გაზეთ „ხიდის“ რედაქტორი აბესალომ იმედაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე