საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №264
2006 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
ი. ჩოგოვაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის საჰაერო მომსახურების გარკვეული ასპექტების შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1036 ბრძანებულება „დ. წიკლაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი