„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
261
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-19
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.08.002.003
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

2006 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის მიხედვით.

მ. სააკაშვილი

                                                                                                               დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი    1

 

1. ემბლემა. მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – მაშველთა საერთაშორისო სიმბოლოზე (ნარინჯისფერზე ლურჯი სამკუთხედი) გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. ფარს გარს აკრავს ლურჯი ოქროსკანტიანი არშია ოქროსფერი წარწერით – „საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი“ , ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვრით.

 

2. დროშა. ოთხკუთხა ლაჟვარდისფერი (ლურჯი) მატერია პროპორციით 2X3 მ-ზე. დროშის კანტონში, ზედა მარჯვენა კუთხეში თეთრ კვადრატზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი – წმ. გიორგის სიმბოლო, მარცხენა ნაწილში, ცენტრში –  საერთაშორისო სიმბოლო – ნარინჯისფერ წრეში ჩასმული ლურჯი სამკუთხედი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია