„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2006 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქარ­თველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომში – ეროვ­ნული მუზეუმი) მასთან ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მიერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და ეკო­ნომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტროსა  და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთან­ხმებული წინადადებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველ­ყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებე­ბის შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია