„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-10
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.003
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №258

2006 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა

ზღვარი (ლარობით)

1

მთავრობის თავმჯდომარე

2800

2

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

2300

3

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

2200

4

მთავრობის წევრი (მინისტრი)

2000

5

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგი­ლე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარე

1800

6

უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მთავრობის აპარატის უფროსი

1650

7

უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი), მინისტრის მოადგილე

1500

8

სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

1350

9

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

1000

10

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

700

11

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

400

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია