„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
251
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-10
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №251

2006 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 1091 მუხლს დაემატოს „გენერალური დირექტორის მოადგილის“ თანამდებობა და აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1091. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური დირექტორი;

ბ) გენერალური დირექტორის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის დირექტორი.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია