„ლიკვიდირებულ სასამართლოთა მოსამართლეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-07
სარეგისტრაციო კოდი
280.080.020.08.002.003
„ლიკვიდირებულ სასამართლოთა მოსამართლეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №240

2006 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

ლიკვიდირებულ სასამართლოთა მოსამართლეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 883 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე და რომლის განხილვაც არ დასრულებულა, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებამდე განესაზღვროს თანამდებობრივი სარგო 1650 ლარის ოდენობით.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია