„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №522 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
235
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-07
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №522 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №235

2006 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის     18 ნოემბრის №522 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №522 ბრძანებულებას (სსმ III, 2004 წ., №136, მუხ. 1211) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება, რომ თეატრის დაფინანსება განხორციელდება ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია