„ე. კოდუასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
249
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-07
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
„ე. კოდუასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №249

2006 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

ე. კოდუასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორს ერეკლე კოდუას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის, აგრეთვე მათი ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია