საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №219
2006 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტი)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (ინფრასტრუქტურის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტი)“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს განვითარების საერთაშორისო ასოციაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი