საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №217
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.“.
მ. სააკაშვილი