საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
2006 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ლ. შანიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ აღმასრულებელ დირექტორს ლაშა შანიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტროსა და ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შორის თანხის გაცემის (ჩარიცხვის)“ ხელშეკრულებას.
მ. სააკაშვილი