საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №193
2006 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
მ. ლოლაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს მამუკა ლოლაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი