„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
191
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-14
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.003
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №191

2006 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ტერიტორიული ორგანოს უფროსი – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.“;

ბ) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სატყეო მეურნეობის დირექტორი და მისი მოადგილე – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია