საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №184
2006 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს თავდაცვის სისტემაში სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსის შექმნის, საქართველოს ტერიტორიული დაცვის საფუძვლების მომზადებისა და ქვეყნის სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 იანვრის №25 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 ნოემბრის №478 ბრძანებულება;
გ) „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 იანვრის №26 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი