„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
179
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-07
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.08.002.003
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №179

2006 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XXX1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXX1

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო თანამდებობები

    მუხლი 1091. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური დირექტორი;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი.

    მუხლი 1092. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) მთავარი ბუღალტერი;

გ) სწავლული მდივანი;

დ) განყოფილების უფროსი.

    მუხლი 1093. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სექტორის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი;

გ) წამყვანი სპეციალისტი;

დ) გენერალური დირექტორის თანაშემწე;

ე) უფროსი სპეციალისტი.

    მუხლი 1094. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მდივან-სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია