სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №176
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
1. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი).
2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი):
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების (წესდების) დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
(საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №339 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ. 1027)
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს თეატრისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №339 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ. 1027