„საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
174
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-28
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.08.002.003
„საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №174

2006 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულების („საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული“, 1996 წლის თებერვალი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ (სნსკ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვას და აქციონერის უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო, გარდა აქციების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, რასაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია