„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №120

2006 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულ­ტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს №332 ბრძანებულება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულება.

4. ამ ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია