„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №117

2006 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური მომზადების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №610 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

6. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია