საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №92
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №443 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
1. „თეატრ-სტუდიის რეზო გაბრიაძის ხელმძღვანელობით“ თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში – თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №443 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №443 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს თეატრისათვის ქ. თბილისში შავთელის ქ. № 26-ში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის და შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №443 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.