„ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 16 ნოემბრის №22 გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-03
სარეგისტრაციო კოდი
010.250.020.08.002.003.
„ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 16 ნოემბრის №22 გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №91

2006 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 16 ნოემბრის №22 გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ

მოწონებულ იქნეს ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი წინადადება – ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკისათვის სახელის გადარქმევისა და მისთვის სოფელ ჭიაურის დარქმევის თაობაზე და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „სოფელ ულიანოვკისათვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით რაიონული კომისიის მიერ შესწავლილი მასალების განხილვის შესახებ“ ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 16 ნოემბრის №22 გადაწყვეტილება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია