საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №276
1997 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ა. ფოფხაძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს III განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ ფოფხაძე დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ე. შევარდნაძე