საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №7 90
1996 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ი. კიღურაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მათემატიკის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დემოკრატიული პრინციპებით გამართვის უზრუნველყოფისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე