საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1097
2005 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №373 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №373 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი