საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
1996 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
ვ. ბალავაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის საზოგადოება „მართვეს“ თავმჯდომარის მოადგილე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი ვახტანგ ბალავაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე