საქართველოს ეროვნული ზარაფხანის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
473
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1996-07-31
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.000.
საქართველოს ეროვნული ზარაფხანის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №473

1996 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ზარაფხანის შექმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ატრიბუტის – ეროვნული ზარაფხანის აღდგენის, მისი მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზით უზრუნველყოფის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს ეროვნული ზარაფხანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

2. ოქრომჭედლობის მდიდარი გამოცდილების, აგრეთვე არსებული საწარმოო ფართობის, ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, თბილისის საიუველირო ქარხანა დაექვემდებაროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს როგორც სახაზინო საწარმო და გამოყენებულ იქნეს ეროვნული ზარაფხანის შექმნის ბაზად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) თბილისის საიუველირო ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშაოს და გადაწყვიტოს ეროვნული ზარაფხანის შექმნის ორგანიზაციული, სტრუქტურული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამართლებრივი საკითხები.

4. იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ზარაფხანა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მის ტერიტორიაზე დაწესდეს განსაკუთრებული რეჟიმის პირობები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს განსაკუთრებული რეჟიმის განხორციელების წესი და პირობები.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1997 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას გაითვალისწინოს ეროვნული ზარაფხანის ორგანიზაციისათვის საჭირო ასიგნებანი.

ე. შევარდნაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია