,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.443
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის  გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №22, მუხლი 265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვროს უნივერსიტეტი და ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“;

ბ) მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში სიტყვები ,,სულხან-საბა ორბელიანის” შეიცვალოს სიტყვებით ,,ილია ჭავჭავაძის“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია