საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №412
1996 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
თ. მუშკუდიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი, თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ მუშკუდიანი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე