სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1061
2005 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16-17 მუხლების, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი და სივრცული ინფორმაციის ცენტრი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №390 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1202
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე ქონების ნაწილში, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე ფინანსური ვალდებულებების ნაწილში.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №55 - ვებგვერდი, 23.01.2012წ.
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №390 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1202
3. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი;
ბ) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური;
გ) საქგეოლექსპერტიზა;
დ) გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №19 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.120
5. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №432 - ვებგვერდი, 05.08.2011წ.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №436 - სსმ III, №96 21.07.2006წ., მუხ.1272
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან და ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 ნოემბრის №567 ბრძანებულება;
გ) „საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №322 ბრძანებულება;
დ) „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №700 ბრძანებულება.
9. ამ ბრძანებულების მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრისა და სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულებების ამოქმედებისთანავე.
10. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №436 - სსმ III, №96, 21.07.2006 წ., მუხ.1272
2. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №19 - სსმ III, №10, 23.01.2008 წ., მუხ.120
3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №390 - სსმ III, №109, 31.07.2008 წ., მუხ.1202
4. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №432 - ვებგვერდი, 05.08.2011წ.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №55 - ვებგვერდი, 23.01.2012წ.