„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1054
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-19
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.003
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1054

2005 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების

ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი

სარგოების ზედა ზღვარი

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1.

მთავრობის თავმჯდომარე

2800

2.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

2300

3.

უმაღლესი საბჭოს (მთავრობის) თავმჯდო­მა­რის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარე, მთავრობის წევრი (მინისტრი)

1800

4.

უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარის მოადგილე

1650

5.

უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი)

1500

6.

სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

950

7.

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

550

8.

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

350

9.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

270

“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია