,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1047
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1047

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის შესაბამისად:

ა) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ტექზედამხედველობა);

ბ) ლიკვიდირებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 თებერვლის №35 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ტექზედამხედველობის დებულების დამტკიცება და მასში ცენტრის ფუნქციების ასახვა.

3. ტექზედამხედველობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვი-თარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე).

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ტექზედამხედველობისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ცენტრის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 თებერვლის №35 ბრძანებულება.

6. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1092-სსმIII,№172, 31.12.2010წ.,მუხ.2525

კრებსითი — სრული ვერსია