`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1037
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1037

2005 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის  31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №2, მუხლი 15) და ბრძანებულებით დამტკიცებულ სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ დანიშნულებით მიღებული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც 100% სახელმწიფო წილია) უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია