,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1029
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-08
სარეგისტრაციო კოდი
310.010.010.08.002.003
,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1029

2005 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის     22 ნოემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №139, მუხ. 1527) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე გაცემულ მართვის მოწმობებსა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის პირველ იანვრამდე.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია