საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
968
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2018-03-19
სარეგისტრაციო კოდი
470.210.000.08.002.003
საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 06.09.2013, №1037)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №968

2005 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დარგში ინვესტიციების მოზიდვისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. სარეკრეაციო ტერიტორიად განისაზღვროს საქართველოს დასახლებული ან/და დაუსახლებელი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ, კულტურულ კომპლექსებს, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისათვის მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

2. საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს შესაბამის ადგილებს მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და განისაზღვროს შემდეგი სარეკრეაციო ტერიტორიები:

ა) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია;

ბ) (ძალადაკარგულია - 19.03.2018, №93);

გ) (ძალადაკარგულია - 07.07.2017, №190);

დ) (ძალადაკარგულია - 30.06.2016, №155).

3. დამტკიცდეს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა თანდართული დანართების მიხედვით.

4. ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის რეკრეაციული დანიშნულების მიწა, რომელზეც ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

მ. სააკაშვილი 

დანართი №1

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:

ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=458652.641; Y=4698766.766) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზის გუდაურის გადასასვლელის ბოლო სერპანტინის კუთხეში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.35 კილომეტრზე და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზას №2 წერტილამდე;

ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=457804.518; Y=4699435.611) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზისა და გრუნტის გზის გასაყარზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.35 კილომეტრზე №3 წერტილამდე;

გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X= 457793.485; Y=4699779.687) ემთხვევა ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.77 კილომეტრზე №4 წერტილამდე;

დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=457091.542; Y=4700114.110) მდებარეობს მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 3.47 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს №5 წერტილამდე;

ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X= 456610.249; Y=4703335.945) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ზვავსაწინააღმდეგო გვირაბის დასაწყისში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ზვავსაწინააღმდეგო გვირაბს 0.64 კილომეტრზე №6 წერტილამდე;

ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=456551.639; Y=4703946.180) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ზვავსაწინააღმდეგო გვირაბის ბოლოში. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2.66 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს №7 წერტილამდე;

ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=455049.050; Y=4704723.414) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე (გზების გასაყართან). ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.78 კილომეტრზე და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზას №8 წერტილამდე;

თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X= 454556.783; Y=4705260.224) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, გზისა და მდინარის შენაკადის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით ჯერ 0.67 კმ-ზე და მერე 0.31 კმ-ზე და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს №9 წერტილამდე;

ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=454018.245; Y=4705967.437) მდებარეობს მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 3.37 კილომეტრზე №10 წერტილამდე;

კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=456449.589; Y=4708287.469) მდებარეობს მდინარე ბაიდარასა და ელექტროგადამცემი ხაზის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 4.8 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ბაიდარას №11 წერტილამდე;

ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=459161.927; Y=4711806.896) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზისა და მდინარე ბაიდარას გადაკვეთაზე ხიდზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.9 კილომეტრზე და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზას №12 წერტილამდე;

მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=459928.127; Y=4712068.869) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე კობის გადასასვლელზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიუყვება მდინარე ბაიდარას ხევის პირსა და შემდეგ 1.7 კილომეტრზე მდინარე ბაიდარას №13 წერტილამდე;

ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=461249.259; Y=4711125.204) ემთხვევა 2222.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით ჯერ 1.17 კილომეტრზე 2602.0 მ სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულისაკენ, შემდეგ 3.1 კილომეტრზე №14 წერტილამდე;

ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=460302.000; Y=4708392.277) ემთხვევა 3133.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ჯერ 2.65 კილომეტრზე და შემდეგ 1.6 კილომეტრზე №15 წერტილამდე;

პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=462215.460; Y=4705305.462) მდებარეობს მდინარე ხადისწყალისა და მისი შენაკადის შეერთებაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 0.92 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ხადისწყალს №16 წერტილამდე;

ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=462027.506; Y=4704280.434) ემთხვევა მდინარე ხადისწყალზე არსებულ 1915.0 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით ჯერ 2.4 კილომეტრზე და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავ-ლეთით 0.4 კილომეტრზე №17 წერტილამდე;

რ) წერტილი №17 (კოორდინატებით: X=462446.442; Y=4701688.654) ემთხვევა 2087.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 1.84 კილომეტრზე №18 წერტილამდე;

ს) წერტილი №18 (კოორდინატებით: X=462563.662; Y=4699852.433) ემთხვევა 2146.3 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით ტეხილის სახით მთლიანი მანძილით 1.55 კილომეტრზე №19 წერტილამდე;

ტ) წერტილი №19 (კოორდინატებით: X=461129.437; Y=4699642.126) ემთხვევა 1471.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდინარე ხადისწყალის გასწვრივ 1.3 კილომეტრზე №20 წერტილამდე;

უ) წერტილი №20 (კოორდინატებით: X=461027.930; Y=4698331.689) ემთხვევა 1605 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით და მიუყვება მდინარე ხადისწყალის ხევის პირს 1.9 კილომეტრზე №21 წერტილამდე;

ფ) წერტილი №21 (კოორდინატებით: X=462577.453; Y=4697455.622) მდებარეობს ხევის პირზე მდინარეების ხადისწყალისა და თეთრი არაგვის შესართავიდან დასავლეთით 0.57 კმ მანძილზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს 0.86 კილომეტრზე №22 წერტილამდე;

ქ) წერტილი №22 (კოორდინატებით: X=461736.225; Y=4697459.070) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება ხევის პირს ტეხილის სახით 1.37 კილომეტრზე №23 წერტილამდე;

ღ) წერტილი №23 (კოორდინატებით: X=460440.596; Y=4697676.272) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება ხევის პირს 0.93 კილომეტრზე №24 წერტილამდე;

ყ) წერტილი №24 _ (კოორდინატებით: X=459651.082; Y=4698143.429) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება ხევის პირს 1.04 კილომეტრზე №25 წერტილამდე;

შ) წერტილი №25 _ (კოორდინატებით: X=458668.500; Y=4698470.957) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და მიუყვება ხევის პირს 0.3 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.

შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.

დანართი №2

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 19 მარტის ბრძანებულება №93 - ვებგვერდი, 20.03.2018წ..
 

დანართი №3

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანებულება №190 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
 
დანართი №4

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება  №405 - სსმ III, №91, 28.06. 2006  წ., მუხ.977

საქართველოს პრეზიდენტის 2016  წლის 30 ივნისის  ბრძანებულება  №155  - ვებგვერდი, 30.06.2016წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია