„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
943
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-21
სარეგისტრაციო კოდი
120.240.030.08.002.003
„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №943

2005 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №74, მუხ. 533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ ერთად სამ თვეში და შემდგომში ყოველი წლის პირველ კვარტალში წარადგინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე განსახილველად და დასამტკიცებლად იმ სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების ძირითადი ჩამონათვალი, რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის და ექვემდებარება რეალიზაციას ან უტილიზაციას (მათ შორის ჯართის სახით).

2. სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების, რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის, უტილიზაცია და რეალიზაცია მოახდინოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“.

2. მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია