საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №928
2005 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ი. ჩოგოვაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ,,საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი