,,დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
911
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-02
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
,,დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №911

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის,  ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი დავითაძეს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს გიორგი მჟავანაძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია