„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
851
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №851

2005 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

ოლიმპიური ნაკრები გუნდებისათვის რეზერვების მომზადების, განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენისა და საქართველოს კადეტთა და იუნორთა ნაკრები გუნდების წევრობისათვის კანდიდატების მომზადების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება№537-სსმIII,№90, 26.07.2010წ.,მუხ.1320

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ცენტრისათვის ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილის №25-ში მდებარე უძრავი ქონების (გარდა ადმინისტრაციის შენობისა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონების – კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №537 - სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1320

2. ძალადაკარგულია  - საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 14 იანვრის ბრძანებულება №7 – ვებგვერდი, 15.01.2015წ.

კრებსითი — სრული ვერსია