,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
847
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-25
სარეგისტრაციო კოდი
120.020.000.08.002.003
,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №847

2005 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

შეიარაღების (მათ შორის იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტთან, რეექსპორტსა და ტრანზიტთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის ფუნქციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით:

1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურმა (ზ. დეკანოიძე) მოამზადოს პროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

ბ) კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულებების დამტკიცება.

3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (ლ.ჭოლაძე) უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის წარმოებაში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის გადაცემა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია