საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №755
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვადამდე იქნენ დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან რეზერვში ჩარიცხვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის შემოდგომაზე გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები.
მ. სააკაშვილი