საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №754
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №576 - სსმ III, №133, 29.09.2006 წ., მუხ.1792
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №576 - სსმ III, №133, 29.09.2006 წ., მუხ.1792
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №576 - სსმ III, №133, 29.09.2006 წ., მუხ.1792
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტისათვის“ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულება №576 - სსმ III, №133, 29.09.2006 წ., მუხ.1792