,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
715
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-25
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.003
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №715

2005 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის     2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004წ., №44, მუხ.377) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანე­ბულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი დამტკიცდეს თან­დართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით.

მ. სააკაშვილი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი

 

თავდაცვის სამინისტროს გერბი წარმოადგენს ხუთ­ჯვრია­ნი დროშის სიმბოლოს, რომელიც გამოსახულია გერბის ცენტრში. გარშემო გამოსახულია დაფნის გვირ­გვინი, ზენიტში რვაქიმიანი ვარსკვლავი. გერბის ზედა ველზე გამოსახულია წარწერა: „თავდაცვის სამინის­ტრო“, ხო­ლო ქვედა ველზე – „საქართველო“.

 

კრებსითი — სრული ვერსია