საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №703
2005 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვ. ჩეჩელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მაისის №369 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი