,,ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
586
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-18
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
,,ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №586

2005 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)  „გ. პატარაიას თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის საგანგებო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 8 სექტემბრის №308 ბრძანებულება;

ბ) „გ. ბარამიძის ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის პირად წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 23 სექტემბრის №377 ბრძანებულება;

გ) „ზ. ხონელიძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოსა და ბელორუსიის რესპუბლიკაში განლაგებულ სხვა საწესდებო ორგანოებში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 მარტის №231 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის №99 ბრძანებულება;

ე)  „სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 აპრილის №116 ბრძანებულება;

ვ) „ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 აპრილის №117 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია