,,ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №585

2005 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ზოგიერთი დაწესებულების საქმიანობის სრულყოფისათვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს მთავრობის წინადადება შემდეგი კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ:

ა) შპს „თბილისის მოხუცთა პანსიონატი – „სავანე“;

ბ) შპს „ხანდაზმულთა და ინვალიდთა თავშესაფარი – „წყალწითელა“;

გ) შპს „ძევრის ინვალიდთა სახლი“;

დ) შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“;

ე) შპს „სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“;

ვ) შპს „ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა პანსიონატი – „ტონუსი“;

ზ) ს/ს „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“;

თ) შპს „ბავშვთა სანატორიუმი – „გაზაფხული“;

ი) შპს „ბავშვთა სავანე“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფო.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, გარდა ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს) შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოსათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

41. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოსათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

5. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

6. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №974-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1929

3. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №400 - ვებგვერდი, 25.07.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია